Sunday, December 16, 2018

დღე მეცხრე

მეცხრე დღეს შევაჯამეთ განვლილი დღეების ნამუშევრები. თითოეულმა წარმოვადგინეთ პრეზენტაციები და გავაკეთეთ კომენტარები ბლოგზე.
მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით და ტრენერით.  მან მართლაც დაუზოგავად იმუშავა იმისთვის რომ ჩვენთვის ყველა მასალა მოეწოდებინა ადვილად და გასაგებ ენაზე. მე  შევქმენი  ბლოგი, გავიხსენე  ის მასალები რაც დავიწყებული მქონდა.  შევიმუშავე  პროქტი და აუცილებლად განვახორციელებ ახალი წლიდან. მადლობა რომ დამირეკეთ და მოვხვდი ამ ტრენინგზე.

Saturday, December 8, 2018

დღე მეშვიდე

დღეს ვიმუშავე დიფერენცირებულ სწავლებაზე. სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსებზე, დავამატე ინფორმაცია ჩემს შესახებ.

დღე მერვე

დღეს ბლოგზე გავაზიარე ჩემი პროექტის საქაღალდე ,,კომპიუტერის და ინტერნეტის როლი ადამიანის ცხოვრებაში"
დღეს ბლოგზე შევცვალე ბლოგის სათაური, დავამატეთ სურათის გაჯეტი, წავშალე ძველი სლაიდი და ავტვირთე ახალი.

Wednesday, December 5, 2018

დღე მეექვსე

ტრენინგის მეექვსე დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაში სასწავლო პროცედურებზე და გეგმა ავტვირთეთ დისკზე.



დღე მეხუთე

ტრენინგის მე-5 დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე . შექმნილი რუბრიკა ავტვირთე დრაივზე. ასევე მოსწავლის ნამუშევარი გადავიყვანე გუგლის სლაიდებში და გამოვაქვეყნე ბლოგზე.


დღე მეოთხე

სახელმძღვანელოდან გავეცანით ნიმუშებს , როგორი შეიძლება ყოფილიყო მოსწავლის ნამუშავერი. ინტერნეტის საშუალებით მოვიძიეთ საჭირო ინფორმაცია და სურათები.
მოცემულ თემაზე ავაწყე სლაიდი. დღევანდელი დღის დაგროვილი მასალა ავტვირთე ბლოგზე.

დღე მესამე

ტრენინგზე გავაგრძელეთ მუშაობა გეგმის შაბლონზე.
შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და შეფასების მოკლე მონახაზი. (ვიხელმძღვანელე სახელმძღვანელოთი)
ბლოგზე დავამატეთ გვერდები და მენიუს ზოლი.